ჩიბუხები
ჩიბუხები, რომლებითაც ი.ბ. სტალინი სარგებლობდა. ერთ-ერთი ჩიბუხი (ტარზე ზოლით) პირადად მან უსახსოვრა მფრინავ-ინჟინერს ნიკოლოზ აკიმის ძე ორლოვს 1937 წ. პაპანინის ექსპედიციის ჩრდილოეთ პოლუსზე გადაყვანაში მონაწილეობის აღსანიშნავად. ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმს გადმოსცა ევგენი იაკობის ძე ჯუღაშვილმა, ი.ბ. სტალინის შვილიშვილმა
   
ავტოკალამი, ფირმა პელიკანი
ი.ბ. სტალინი სარგებლობდა პოტსდამის დიდი სამეულის (1945წ) კონფერენციაზე
   
შინელი და ქუდი
მარშლის შინელი და ქუდი, მიძღვნილი ი.ბ. სტალინის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით
   
ხმალი
ფოლადის პირით, ტყავის ქარქაშით, ვერცხლით (875 სინჯი) მოსევადებული, ოსტატ კუზნეცოვის ნამუშევარი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი. აქვს წარწერა: პირველი ცხენოსანი არმიისაგან მის დამაარსებელს ი. ბ. სტალინს. 1919წელი
   
სამუშაო კაბინეტი
ი.ბ. სტალინის პირველი სამუშაო კაბინეტი კრემლში
   
ზარდახშა
ვასილი სტალინის (ი.ბ. სტალინის უცროსი ვაჟი) გაკეთებული, საჩუქარი მამისადმი. კოლოფი ხისაა, გალაქული, სახურავზე ზეთის საღებავით შესრულებულია
სადკოს გამგზავრება ზღვით. კოლოფის წინა მხარეს ზეთის საღებავით შემოხაზულ ერთ კვადრატში მოთავსებულია წარწერა: სახსოვრად მამას, მეორეში - ვასიასაგან 21.12.31წ.
   
საპარსი მოწყობილობა
საჩუქარი ი.ბ. სტალინს, რომელსაც აქვს წარწერა: საყვარელ ბელადს ი.ბ. სტალინს დაბადებიდან 70 წლისთავზე ლენინგრადის ოქტომბრის რაისაბჭოს სამრეწველო კომბინატის კოლექტივისაგან. 21.12.1949წ.