ბაიანი - საჩუქარი, მიძღვნილი ი.ბ. სტალინისადმი დაბადებიდან 70-წლისთავზე. სხვა საჩუქრებთან ერთად გამოფენილი იყო 1949-54წწ ქ. მოსკოვში ა. ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში. ბაიანს ციმბირის ქვებით აწერია: ხალხების დიდ ბელადს ი.ბ. სტალინს 70 წლისთავთან დაკავშირებით ბაიანის
ფაბრიკის კოლექტივისაგან.
   
   
ხალიჩა - ი.ბ. სტალინის გამოსახულებით. ავტ. იბრაგიმ ზადე.
   
სამაგიდო ლამფა ტანკის მაკეტით. 1969 წლის 21 დეკემბერს ი.ბ. სტალინის დაბადების 90 წლისთავზე, საბჭოთა კავშირის მარშალმა გ.კ. ჟუკოვმა გადმოსცა ი. ბ. სტალინის სახელმწიფო სახლ-მუზეუმს მაგიდის ლამფა, რომელიც მას ი. ბ. სტალინმა აჩუქა 1945 წელს.
   
ი.ბ. სტალინის პორტრეტი ლიბანის კედარზე. ი.ბ. სტალინის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1949 წლის 21 დეკემბერს ლიბანის მიტროპოლიტმა ილია კარამმა ი.ბ. სტალინს მიუძღვნა ლიბანის კედარზე ამოკვეთილი ი.ბ. სტალინის პორტრეტი გენერალისიმუსის ფორმაში, რომელსაც აქვს წარწერა: დაე ფარავდეს ღმერთი დიდ გენერალისიმუსს ი.ბ. სტალინს. ავტ. ნაგილ ჰადადი, 1947 წ.
   
ი.ბ. სტალინის პორტრეტი ფერადი ქვიშისაგან. ავტ. დ.გ. დანილიშინი, თვითნასწავლი მხატვარი. უკრაინა. 28 აგვისტო 1953წ.
   
სტალინი და მაო ძედუნი - ნაქარგი ფერადი აბრეშუმის ძაფით. ავტ. ლიუბოვიჩი.
   
ი.ბ. სტალინის მემორიალური სახლის მაკეტი. კვეთილობა სპილოს ძვალზე. საჩუქარი საქართველოს ახალგაზრდობისაგან.
   
ი.ბ. სტალინი გენერალისიმუსის ფორმაში - ნაქარგი ფერადი აბრეშუმის ძაფით. ჩინეთის მწერალთა დელეგაციის საჩუქარი. 1952წელი.